თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ფინალში გავიდა ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც შესაბამისად, ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელი იგორ ვანდტკე, ირლანდიელი ჯოშუა გრინი, სამხრეთკორეელი ჰეონჩეოლ კანგი და ისრაელის წარმომადგენელი ტოჰარ ბუტბული დაამარცხა. შავდათუაშვილი ფინალში რუს კარენ გალსტიანს გაეჯიბრება.
დღესვე იასპარეზეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ ნინო წიკლაური, რეგინა უთნელიშვილი, ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია, საბა ხალიშვილი, ლუკა კაპანაძე, გიორგი ჩიხელიძე, ზაურ დვალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, კოტე კაპანაძე და დიმიტრი გოგლიჩიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს აქტივში ჯერჯერობით, ერთადერთი ოქროს მედალია, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.