გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე „ბუნდესნაკრების“ პირველი მეკარე მანუელ ნოიერი იქნება.
ვეტერან კიპერს ნაკრებში ბოლო დროს ბევრი არ უთამაშია ტრავმების გამო, მაგრამ ნაგელსმანმა ნოიერს ნდობა უკვე საჯაროდ გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი ამჟამად ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ ეხმარება. ევრო 2024-ს სწორედ გერმანია უმასპინძლებს.