ფეხბურთი

23:32 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა სტამბოლში, თურქეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო.

თურქები მე-16 წუთზე სემიჰ კილისოიმ დააწინაურა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში გუნდებმა გოლები გაცვალეს: ჯერ პენალტით ბურთულ ილიდიმირმა სხვაობა გააორმაგა, ხოლო სამ წუთში გიორგი აბუაშვილმა ეფექტური გოლით ჩამორჩენა შეამცირა.

83-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ერანჩან იარდიმიჩმა ვერ გაიტანა - მას ლუკა ხარატიშვილმა აჯობა. უნდა ითქვას, რომ ორივე პენალტი საბა გოგლიჩიძის მხრიდან თამაშის წესის დაღვევის გამო დაინიშნა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით სტუმრად, 26 მარტს, გიბრალტართან ჩაატარებს.

თურქეთი - საქართველო 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კილისოი (16), 2:0 ილდიმირი (55, პენ), 2:1 აბუაშვილი (58)

საქართველო: ხარატიშვილი, გოგლიჩიძე (ზურაბიანი 85), მამაცაშვილი (რუხაძე 46), სალუქვაძე, უგრეხელიძე (ხვადაგიანი 46), ოდიშარია (სიხარულაშვილი 72), ო. მამაგეიშვილი (ეღოიანი 85), გაგნიძე (გორდეზიანი 72), მორჩილაძე (ცხოვრებაშვილი 46), კვერნაძე, ოგბაიძე (აბუაშვილი 46)

0.103028