კანადის ქალაქ მონრეალში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ფიგურულ ციგურაობაში. 24 სპორტულ წყვილს შორის, მათ პირველ ერთობლივ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი ნაკრების სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინმა და ლუკა ბერულავამ 189.30 ქულით ორი პროგრამის ჯამში მე-7 ადგილი დაიკავა.
ჩვენმა წყვილმა საკმაოდ სერიოზული კონკურენცია გაუწია მსოფლიოში ყველაზე მაღალ რეიტინგულ სპორტსმენებს და სწორედ ამიტომ ტურნირის ბოლომდე ითვლებოდნენ ისინი საპრიზო ადგილების პრეტენდენტებს შორის. საკმაოდ რთული და დაძაბული სეზონი ჰქონდათ ანასტასია და ლუკას და ობიექტურად უნდა ითქვას, რომ მათი სადებიუტო სპორტული სეზონი წარმატებით დასრულდა. 2023-2024 სპორტულ სეზონზე ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გახდა იუნიორებს შორის გრან პრის ფინალის გამარჯვებული წყვილი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელები და მსოფლიო მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ათეულში ღირსეულად დაიკავეს მე-7 პოზიცია.
მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები შესაბამისად კანადელი, იაპონელი და გერმანელი სპორტული წყვილები გახდნენ. სპორტული წყვილების ასპარეზობაზე, ორივე პროგრამაში, მსაჯთა შემადგენლობაში მუშაობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.