დღეს, სტარტი აიღო ძიუდოში თბილისის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.
57 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა რუსი ნატალია ელინა, ბელგიელი მინა ლიბერი, სერბი მარიცა პერიშიჩი და სლოვენიელი კაია კაიზერი დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის ფინალში კანადელ ჯესიკა კლიმკაიტს შეხვდა, რომელსაც ვაზარით აჯობა და საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ მას ტატამიზე თემურ ნოზაძემ, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა ხელი სთხოვა...
დღესვე 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა ყაზახი დაურენ სიუკენოვი და ავსტრიელი ვაჩე ადამიანი დაამარცხა, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს აჯობა და ბრინჯაოსთვის კიდევ ერთ აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს შეხვდა, მაგრამ წააგო და მედალი ვერ მოიპოვა.
დღესვე თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ ლუკა მოდებაძე, თომა გელაშვილი, ირაკლი კუპატაძე, გოგო ოთიაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი, თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია, თამარ სუხიაშვილი, ელენე წიკლაური, მარიამ ფოცხვერაშვილი, ნინო ლოლაძე და გვანცა მჭედლიშვილი.
თბილისის გრანდ სლემი 24 მარტს დასრულდება.