ფეხბურთი

17:51 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

Adidas-თან ურთიერთობა სრულდება: გერმანიის ნაკრებს 2027 წლიდან Nike შემოსავს

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია Adidas-თან ასრულებს თანამშრომლობას. როგორც ცნობილი გახდა, 2027 წლიდან გერმანიის საფეხბურთო ნაკრებ გუნდებს არა გერმანული კომპანია, არამედ Nike შემოსავს.

ეს ძალიან მოულოდნელი ამბავია, რადგან Adidas გერმანიის ნაკრებს 70 წლის განმავლობაში ამარაგებდა ეკიპირებით და ისინი განუყოფელი ნაწილი იყვნენ.

Adidas-ის კონტრაქტი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2026 წელს იწურება, შესაბამისად, 2026 წლის მუნდიალი ბოლო იქნება, რომელშიც „ბუნდესნაკრები“ ამ კომპანიის მხარდაჭერით ითამაშებს.

Adidas-თან თანამშრომლობის პერიოდში გერმანიის ვაჟთა ნაკრები ოთხჯერ მსოფლიოს და სამჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ქალთა ნაკრებმა 8-ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი.

0.122617