ძიუდო

16:33 | 22.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია

დღეს, სტარტი აიღო ძიუდოში თბილისის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა, ხოლო გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

57 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა რუსი ნატალია ელინა, ბელგიელი მინა ლიბერი, სერბი მარიცა პერიშიჩი და სლოვენიელი კაია კაიზერი დაამარცხა, ხოლო ოქროს მედლისთვის ფინალში კანადელ ჯესიკა კლიმკაიტს შეხვდება.

60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა ყაზახი დაურენ სიუკენოვი და ავსტრიელი ვაჩე ადამიანი დაამარცხა, შემდეგ ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს აჯობა და ბრინჯაოსთვის კიდევ ერთ აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს შეხვდება.

დღესვე თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზეს, მაგრამ უმედლოდ დარჩნენ ლუკა მოდებაძე, თომა გელაშვილი, ირაკლი კუპატაძე, გოგო ოთიაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი, თამარ გიგოლაევი, ჯულიეტა როდონაია, თამარ სუხიაშვილი, ელენე წიკლაური, მარიამ ფოცხვერაშვილი, ნინო ლოლაძე და გვანცა მჭედლიშვილი.

თბილისის გრანდ სლემი 24 მარტს დასრულდება.

0.118752