UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ „დინამო არენაზე“ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე საჩემპიონო ქამარი წარადგინა.
თოფურიამ ადგილობრივ პუბლიკასაც მიმართა და საქართველოს ნაკრებს წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია რამდენიმე დღეა საქართველოშია. მან ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.