საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა კი ცნობილია.
საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, დვალი; კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია; ჩაკვეტაძე; ზივზივაძე, მიქაუტაძე
ლუქსემბურგი (5-3-2): მორისი; იანსი, ბონერი, მაჰმუტოვიჩი, შანო, პინტო; მარტინში, ოლესენი, ბარეირო; ბორჟეს სანჩესი, როდრიგესი
შეგახსენებთ, რომ მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული, საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში უმჯობესს 26 მარტს, ფინალში უმასპინძლებს.