მადრიდის „რეალის" მეკარე ტიბო კურტუას, მარჯვენა მუხლის შიდა მენისკის მოწყვეტის შემდეგ ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
„ჩვენს ფეხბურთელს ტიბო კურტუას დღეს წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა მარჯვენა მუხლის შიდა მენისკის მოწყვეტის შემდეგ, „რეალის" სამედიცინო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ. კურტუა რეაბილიტაციის პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს", - ნათქვამია „რეალის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, მანამდე სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინებოდა, რომ 31 წლის ტიბო კურტუა ორი თვის განმავლობაში გამოჯანმრთელდება. „რეალის" მეკარე გუშინ, 19 მარტს ვარჯიშზე დაშავდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეს ფეხბურთელები გაგიჟდნენ ან საფეხბურთო სამყაროში მთლად ყველაფერი კარგად არ არის, სეზონში 19 მილიონ ევროზე უარს რომ იტყვი