ფეხბურთი

14:06 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ჯანაშია: „საქართველოს ევროზე გასვლის უკეთესი შანსი არ ექნება - ლუქსემბურგი უნდა დავამარცხოთ“

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართელოს ეროვნული ნაკრების ლუქსემბურგთან მოახლოებული მატჩის მოლოდინები გააზიარა.

შეხვედრა ხვალ, 21 მარტს გაიმართება თბილისში, „დინამო არენაზე“ და 21:00 საათზე დაიწყება.

„მგონი ადრე საქართველოს ნაკრებს ევროზე მოხვედრის ასეთი შანსიც კი არ ჰქონდა. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ ლუქსემბურგი, განსაკუთრებით ისეთი შემადგენლობით, როგორიც ჩვენია. ამას დიდი ხანია ველოდით. იმედი მაქვს, ფლეი-ოფის ფინალშიც ყველაფერი კარგად იქნება. უკეთესი შანსი არ მოგვეცემა.

არ ვიცი, აქვს თუ არა საქართველოს ძალა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს, მაგრამ კვალიფიკაცია უნდა გაიაროს. მერე ვნახოთ რამოხდება. საქართველოს ნაკრები ყოველთვის კარგად თამაშობს კარგ გუნდებთან“, - განაცხადა ჯანაშიამ championat.com-ის კორესპონდენტ ალექსანდრ ერშოვთან საუბარში.

0.113639