ფეხბურთი

12:14 | 20.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ქოვენთრის“ მცველი მიიჩნევს, რომ ინგლისის თასის ნახევარფინალში მათ შეუძლიათ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხება

„ქოვენთრის“ მცველმა, მილან ვან ევეიკმა, ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ისაუბრა.

„წილიყრა ნორმალურია. ჩვენ არ გვექნებოდა შანსი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ. „მანჩესტერ იუნაიტედიც" ტოპ კლუბია, მაგრამ მათ ცუდი მატჩებიც აქვთ. მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ფინალში გასვლა შეგვიძლია ", - ციტირებს ვან ევეიკის სიტყვებს Daily Star.

გუნდებს შორის მატჩი 20 აპრილს გაიმართება. ამავე დღეს მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი" და „ჩელსი" დაუპირისპირდებიან.

მანამდე ტურნირზე „ქოვენთრიმ“ „ოქსფორდი“ (6:2), „შეფილდი“ (4:1), „მეიდსტოუნი“ (5:0) და „ვულვერჰემპტონი“ (3:2) დაამარცხა.

38 ტურის შემდეგ „ქოვენთრი“ ჩემპიონშიფში 57 ქულით მერვე ადგილზეა. ლიდერი კი 82-ქულიანი „ლიდსია.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109321