კალათბურთი

11:19 | 20.03.2024 | ნანახია 1606 - ჯერ

გოგა ბითაძის 6-ქულიანი თამაში NBA-ში

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ საკუთარ მოედანზე „შარლოტ ჰორნეტსი“ ადვილად, 20-ქულიანი უპირატესობით 112:92 დაამარცხა.

ბოლო დროს ქართველ კალათბურთელს თამაშის შესაძლებლობა იშვიათად ეძლევა, თუმცა, ამჯერად 9 წუთი დაუთმეს. ხსენებულ დროში ბითაძემ 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.

„ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგებით და 28 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 22 მარტს, შინ „ნიუ ორლეანთან“ ჩაატარებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:40 | 20.07.2015
BEERTRANCE (97819)

იმედია ეგ დასაწყისია.

0.069069
1606