ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთის ქალაქ მურსიას ჩელენეჯერის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მურსიაში ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, ხოლო ძირითადი ბადის პირველ წრეში ნიდერლანდელი იესპერ დე იონგი 6:3, 6:2 დაამარცხა.
ბასილაშვილი ორივე სეტში ფლობდა უპირატესობას, აკონტროლებდა თამაშს და გამარჯვებაც მთლიანობაში ადვილად მოიპოვა.
მერვედფინალში ბასილაშვილი ფრანგ უგო ბლანშეს დაუპირისპირდება. ქართველი ამჟამად ATP-ის რეიტინგში 1 086-ე ადგილზეა, არადა, 5 წლის წინ კარიერაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა და მე-16 ადგილზე იყო.