ფეხბურთი

18:55 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგის ფედერაციის პრეზიდენტი: "ფავორიტები არ ვართ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება"

ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პოლ ფილიპმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა. მან კომენტარი ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსზე გააკეთა.

„შესარჩევი ციკლიდან პირდაპირ კვალიფიკაციას სულაც არ ველოდით, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია იოცნებო. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ევროპის ჩემპიონატს ვერასდროს მოვიგებთ, თუმცა ის ფაქტი, რომ ასეთ მაღალ დონეზე ვთამაშობთ, არაჩვეულებრივია. ამ მატჩებში ფავორიტები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ფეხბურთში ბევრი რამ არის შესაძლებელი.

ადრე ძალიან ცოტა პროფესიონალი მოთამაშე გვყავდა ან საერთოდ არ გვყავდა და ეს დიდი მინუსი იყო. 2001 წელს შევქმენით საფეხბურთო აკადემია, რომ ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი წარმატების დასაწყისი. ჩვენი წარმატების გასაღები იყო საფეხბურთო აკადემიის დაარსება, სადაც 12-19 წლის ახალგაზრდები ვარჯიშობენ ყოველდღე და კვირაში ერთ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩსაც თამაშობენ. 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჩვენი აკადემიის წყალობით გვყავს დაახლოებით 20 პროფესიონალი, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ“, - თქვა ფილიპმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.126141