„ფიორენტინას“ გენერალური დირექტორი ჯო ბარონე გარდაიცვალა. ინფორმაცია ფლორენციულმა კლუბმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.
ბარონე ორი დღის წინ მილანის კლინიკა „სან რაფაელეში“ კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს. ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ჯო ბარონე 57 წლის იყო, 58 წლის ხვალ გახდებოდა. ის სიცილიაში დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდანვე ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა. „ფიორენტინაში“ 2019 წლიდან მუშაობდა, სადაც როკო კომისოს მოწვევით დაინიშნა.