ფეხბურთი

17:03 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ლუქსემბურგის მატჩს ესპანელი არბიტრი იმსაჯებს

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ესპანელები იმსაჯებენ.

მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩესია, რომელსაც რაულ კაბანერო და ინიგო პრიეტო დაეხმარებიან. მე-4 მსაჯის ფუნქციას ხესუს ხილ მანსანო შეასრულებს. VAR-ის ოთახში იმუშავებენ ასევე ესპანელები ხუან მარტინეს მუნუერა და ალეხანდრო ერნანდესი.

ხოსე მარია სანჩესი საქართველოს ნაკრების მატჩს კარიერაში პირველად იმსაჯებს, თუმცა, ლუქსემბურგს მეორედ. ბოლო სანაკრებო შეხვედრა მან ოქტომბერში, სწორედ ლუქსემბურგელთა მონაწილეობით განსაჯა და ის მატჩი სლოვაკეთის ნაკრებმა ლუქსემბურგს 1:0 მოუგო.

ხოსე მარია სანჩესმა ორიოდ დღის წინ „ატლეტიკოს“ და „ბარსელონას“ შეხვედრაზე იმუშავა, ახლო პერიოდში ასევე იყო მადრიდული დერბის („ატლეტიკო“ – „რეალი“), „სპარტა“ – „ლივერპულის“ და „კოპენჰაგენი“ – „მანჩესტერ სიტის“ მატჩების მსაჯიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა შეხვედრა 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

0.120716