ფეხბურთი

14:19 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბორუსია“ მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სანჩოს სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადოს

დორტმუნდის „ბორუსიის" ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო, რომელიც გერმანულ კლუბში „მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარის წესით თამაშობს, შესაძლოა გერმანიაში დარჩეს, იუწყება ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს ცნობით, 23 წლის ინგლისელს დორტმუნდში დარჩენა სურს. ფეხბურთელით კმაყოფილია კლუბის ხელმძღვანელობაც და მზადაა სრული ტრანსფერისთვის 35 მილიონ ევრომდე გადაიხადოს.

„დორტმუნდმა“ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 2024 წლის იანვარში იჯარით აიყვანა. ფეხბურთელმა დორტმუნდის შემადგენლობაში 8 მატჩში 1 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სანჩო „დორტმუნდში“ თამაშობდა 2017 წლის აგვისტოდან 2021 წლის ივლისამდე და „მანჩესტერში“ 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

0.114228