ფეხბურთი

13:52 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი: „ბარსელონა“ არის კლუბი, სადაც ყველა შენზე საუბრობს“

„ბარსელონას“ 16 წლის ნახევარმცველმა ლამინ იამალმა ისაუბრა, თუ რა ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან კატალონიურ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელები.

„ყოველ თამაშზე თქვენ ნახავთ გადაჭედილ სტადიონს. „ბარსელონა“ არის კლუბი, სადაც ყველა შენზე საუბრობს. გაქებენ, გაკრიტიკებენ...

მაგრამ რაც უნდა გააკეთო, მხოლოდ იმაზე იფიქრე, რომ ეს თამაშია და სცადე გართობა“, - ციტირებს იამალის სიტყვებს ესპანური ონლაინ გამოცემა Marca.

იამალი კატალონიელთა აღზრდილია და „ბარსელონას“ ძირითად გუნდს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 16 წლის ფეხბურთელმა „ლურჯ ბროწეულისფერების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

. მოთამაშის საბაზრო ღირებულება, ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ის მიხედვით, 60 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109526