ტურინის „იუვენტუსი“ კლუბის მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს განიხილავს - წერს La Gazzetta dello Sport.
წყაროს ცნობით, კანდიდატთა სიაში სამი მწვრთნელია: ტიაგო მოტა (ბოლონია), ვინჩენცო იტალინო (ფიორენტინა) და რაფაელე პალადინო (მონცა).
ალეგრის ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა მწვრთნელის ინიციატივით ხელშეკრულების ნაადრევი გაწყვეტაც შესაძლებელია. როგორც წყარო აღნიშნავს, „იუვენტუსსა“ და ალეგრის შემდგომი თანამშრომლობა მიმდინარე სეზონის შედეგებზეა დამოკიდებული.