11:53 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანურმა მედიამ ანჩელოტის კეპასთან საუბრის არსი გაამხილა

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მეკარე კეპა არისაბალოგასთან ისაუბრა, რომლის უფლებებიც „ჩელსის“ ეკუთვნის.

კეპამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი უკრაინელ ანდრეი ლუნინს დაუთმო და ბოლო 11 მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. Realmadridexclusivo-ს ცნობით, ტიბო კურტუას დაბრუნების შემდეგ კეპა გუნდში „მესამე მეკარის" პოზიციაზე გადავა. ანჩელოტიმ პირადად აუხსნა ეს ვითარება ესპანელ მეკარეს და მიუთითა მის თამაშში არსებული ნაკლოვანებებზე, რამაც გამოიწვია კონკურენცია „სამეფო კლუბშიც“ და ჩელსიშიც.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა უკვე გადაწყვიტა, რომ კეპა გუნდს ამ სეზონის ბოლოს დატოვებს.

ამ დროისთვის, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „რეალი“ 72 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.

0.111444