საუდური „ალ-ნასრის“ დიდვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, შვედეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის პორტუგალიის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა, იუწყება პორტუგალიის ნაკრების ოფიციალური საიტი.
რონალდუ პორტუგალიის ეროვნულ გუნდს სლოვენიასთან ამხანაგური მატჩის წინ შეუერთდება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 39 წლის რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში შვედეთთან და სლოვენიასთან ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახეს.
შვედეთთან მატჩი 21 მარტს გაიმართება. ხუთი დღის შემდეგ კი რობერტო მარტინესის გუნდი სლოვენიას შეხვდება.