ფეხბურთი

1:20 | 19.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან შტრაიხი სეზონის ბოლოს "ფრაიბურგს" დატოვებს

კრისტიან შტრაიხი მიმდინარე სეზონის ბოლოს „ფრაიბურგს“ დატოვებს. ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

შტრაიხი „ფრაიბურგში“ ფეხბურთელის რანგშიც თამაშობდა 1983-1985, 1987-1988 და 1991-1994 წლებში, ხოლო 1995 წლიდან 2007 წლამდე 19-წლამდე გუნდის მწვრთნელი იყო. 2007-2011 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 2011 წლის 29 დეკემბრიდან მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და დღემდე კლუბს უცვლელად ხელმძღვანელობს.

თუმცა, 29-წლიანი ისტორია სეზონის ბოლოს შედეგის მიუხედავად დასრულდება. შტრაიხმა მოკრძალებულ „ფრაიბურგს“ ტიტული ვერ მოაგებინა, მაგრამ გერმანიის თასის ფინალში ათამაშა, ევროპა ლიგაზეც ბოლო წლები „ფრაი“ მუდმივად თამაშობს და შარშან ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთანაც ახლოს იყო.

ზოგადად, „ფრაიბურგში“ სჩვევიათ დიდხანს ერთ მწვრთნელთან თანამშრომლობა - შტრაიხამდე გუნდს 16 წლის განმავლობაში ფოლკერ ფინკე ავარჯიშებდა.

0.109699