ფეხბურთი

21:06 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: "მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ შეკრების პირველ დღეს კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მთელ გუნდს გათავისებული აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მატჩებია წინ.

"შემართება უმაღლეს დონეზე გვაქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს თამაშები. მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ეროვნულ გუნდში პირველად გამომიძახეს, ჯაბა მაშინ კაპიტანი იყო და ზუსტად მახსოვს ის ლიდერული თვისებები, რაც მას გააჩნია. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება ძალიან გამოგვადგება და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო", - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი 26 მარტს, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მასპინძელიც საქართველო-ლუქსემბურგს შორის გამარჯვებული იქნება.

0.116675