ჩოგბურთი

4:18 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ალკარასმა ინდიან უელსის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო

ინდიან უელსის ფინალში კარლოს ალკარასმა დანილ მედვედევი დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველი სეტი დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ესპანელმა 7:5 იმარჯვა და სეტი შესაბამისად, 7:6 მოიგო. მეორე სეტში კი, ბრძოლა არ ყოფილა, ალკარასი სიტუაციას სრულად აკონტროლებდა და 6:1 აჯობა მეტოქეს.

შეხვედრამ საათსა და 44 წუთს გასტანა. კარლოს ალკარასმა ინდიან უელსი ზედიზედ მეორედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ შარშანაც მან ფინალში მედვედევი დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ 2021 წელს ამ ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ითამაშა, რომელიც მაშინ კამერონ ნორისთან 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.

0.118447