ფეხბურთი

12:40 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტრაბზონსპორის" ფანები მოედანზე შეიჭრნენ და "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელებს დაუპირისპირდნენ (+VIDEO)

თურქეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი მოხდა. „ტრაბზონსპორისა“ და „ფენერბაჰჩეს“ მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც სტუმრებმა 3:2 მოიგეს, ტრაბზონელი ფანები მოედანზე შეიჭრნენ.

„ფენერის“ ფეხბურთელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, მაგრამ მათ „ტრაბზონსპორის“ გულშემატკივრები თავს დაესხნენ. ფეხბურთელებმა თავის დაცვა სცადეს, კადრებში ჩანს მაგალითად მიჩი ბატშუაი, რომელიც ფანებს ფიზიკურადაც გაუსწორდა.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია.

0.071311