ფეხბურთი

2:01 | 18.03.2024 | ნანახია 1085 - ჯერ

"ბარსელონამ" "ატლეტიკო" ადვილად დაამარცხა (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკო“ ადვილად დაამარცხა.

ორივე გუნდმა შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა და კარგ ხასიათზე იყვნენ. თუმცა, ამჯერად ჩავის გუნდმა დიეგო სიმეონეს გუნდი დაჯაბნა. პირველ ტაიმში ანგარიში ჟოაო ფელიქსმა გახსნა, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს გაუტანა.

მეორე ნახევარში კი, რობერტ ლევანდოვსკიმ და ფერმინ ლოპესმა კიდევ ორჯერ დაამწუხრეს მადრიდელები და „ბარსამ“ 3:0 მოიგო.

„ბარსელონა“ 64 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ „რეალს“ 8 ქულით ჩამორჩება. „ატლეტიკო“ 55 ქულით მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დარჩენილ ტურებში ბრძოლა მოუწევს.

„ატლეტიკო“ – „ბარსელონა“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ჟოაო ფელიქსი (38), 0:2 ლევანდოვსკი (47), 0:3 ლოპესი (65)


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

06:41 | 21.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ვნახოთ რეალი ბარსა საინტერესო თამაში იქნება

06:41 | 21.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მაგრად მოიხოდნენ

14:18 | 18.03.2024
Kobe Bean (21683)

ბარსა იმის მერე მოიხოდა რაც ხავიმ თქვა მივდივარო.თითქოს მოტივაცია მიეცა გუნდს რომ ღირსეულად გააცილონ ლეგენდა

14:15 | 18.03.2024
Kobe Bean (21683)

9 ტურში 8 ქულა ბევრია,რაღაც სასწაული თუ არ მოხდა რეალი მოიგებს ლა ლიგას.მაინც კარგია ასეთი თამაშების მოგება,თავდაჯერება ემატება გუნდს ლიგის თამაშებისთვის.იმედია დეიონგი დაბრუნდება პსჟ-სთვის და გაიზრდება პარიზელების გაგდების შანსებიც

09:28 | 18.03.2024
KoRBeN DaLLaS (24842)

ჰმ, ტიპებს მთელი ნახევარდაცვა აკლიათ და ეხლა გაგიჟდნენ ))

08:22 | 18.03.2024
ძიუდოო123 (1282)

პსჟ თუ გაცდნენ ფინალში გავლენ არაა ეს ატლეტიკო ამ ბარსას შემჩერებელი

07:36 | 18.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ლიგაზე ძაან რთული იქნება ამათი შეჩერება

07:31 | 18.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ხედავთ როგორ მოიხოდა ბარსა

0.112593