კალათბურთი

0:50 | 18.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი სერია A-ში

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში „ვირტუსი“ სტუმრად „პეზაროსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 86:87 დამარცხდა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, გამარჯვებული კი, ოვერ-ტაიმში გამოვლინდა, რომელიც მასპინძლებმა ერთი ქულით მოიგეს.

თორნიკე შენგელიამ 29 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, შედეგად, ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

„პეზაროს“ რიგებში მარკის მაკდაფი 23 ქულით და 8 მოხსნით, ხოლო ანდრეა ჩინჩარინი 19 ქულით, 6 მოხსნით და 8 პასით იყო გამორჩეული.

„ვირტუს ბოლონია“ 16 გამარჯვებით და 7 მარცხით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ლიდერ „ბრეშას“ 25 მარტს, სტუმრად შეხვდება.

0.117458