ფეხბურთი

17:31 | 17.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვაისმა საქართველოს ნაკრების მატჩის წინ კაშია და კანკავა გუნდიდან გაათავისუფლა

ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ტრნავას „სპარტაკთან“ მატჩის წინ გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გაათავისუფლა.

შესაბამისად, ისინი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ და საქართველოში დასვენებულები ჩამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ 3-წლიანი პაუზის შემდეგ კანკავა ნაკრებში დაბრუნდა. ის და კაშია 21 მარტს, ლუქსემბურგთან მატჩისთვის მოემზადებიან.

0.129521