ფეხბურთი

23:39 | 16.03.2024 | ნანახია 760 - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის თასის ნახევარფინალში გავიდა

ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ მატჩში დღეს, 16 მარტს „მანჩესტერ სიტიმ“ „ნიუკასლს უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

დუბლი მიითვალა „ქალაქელთა“ პორტუგალიელმა ნახევარმხცველმა ბერნარდუ სილვამ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველი ნახევარფინალსტი ქვედალიგელი „ქოვენთრი“ გახდა, რომელმაც პრემიერლიგის „ვულვერჰემპტონს“ დრამატულ მატჩში 3:2 მოუგო.

დანარჩენი ორი შეხვედრა კი კვირას, 17 მარტს გაიმართება: „ჩელსი“ „ლესტერს“ შეხვდება (16:45), „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ (19:30).


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:02 | 17.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ამის გაკეთება თავისუფლათ შეუძლიათ

07:01 | 17.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

გვარდილა მგონი წელსაც აპირებს ყველაფრის მოგებას

0.067362