ფეხბურთი

22:10 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ ევროპის უმაღლეს ლიგებში მწვრთნელის რანგში მე-900 მატჩი ჩაატარა

პრიმერა დივიზიონის 29-ე ტურის მატჩი „ოსასუნასა“ და მადრიდის „რეალს" შორის (2:4) ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მე-900 გახდა „ლოს ბლანკოსის" დამრიგებელ კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერაში.

იტალიელის რეკორდი შთამბეჭდავია: 542 მოგება, 202 ფრე და 156 მარცხი.

ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერა წამყვან ჩემპიონატებში ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო, როდესაც ის „პარმას“ ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით იტალიურმა კლუბმა ლიგის 68 მატჩი ჩაატარა, შემდეგ იყო „იუვენტუსი“ (84), „მილანი“ (283), „ჩელსი“ (76), პსჟ (57), მიუნხენის „ბაიერნი“ (40), „ნაპოლი“ (53) და „ევერტონი“ (58).

„ოსასუნასთან“ მატჩი 181-ე გახლდათ, რომელიც ანჩელოტიმ მადრიდის „რეალში" მწვრთნელის რანგში ჩაატარა. „ჩვენი მწვრთნელი ხელმძღვანელობდა ევროპის უამრავ ტოპ კლუბს, მოიგო კონტინენტის ხუთივე უდიდესი ლიგა", - ნათქვამია "რეალის" განცხადებაში.

მიმდინარე სეზონში „რეალი“ პრიმერას სატურნირო ცხრილში 29 მატჩის შემდეგ 72 ქულით პირველ ადგილზეა.

0.13033