საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ გორის „დილა“ დაამარცხა და ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.
სტივ კინის გუნდმა გიორგი არაბიძის შედევრით მოიგო. ქართველმა შემტევმა პირველი ტაიმის მიწურულს, ერთი შეხებით უძლიერესი დარტყმით დალაშქრა მეტოქის და კარი ულამაზესი გოლი შეაგდო.
მეორე ნახევარში გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და იმერლებმა 1:0 მოიგეს.
„ტორპედო“ 6 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „დილამ“ არათუ პირველად წააგო, ქულებიც პირველად დაკარგა, შესაბამისად, 9 ქულით მესამეა, მომდევნო შეხვედრას კი „საბურთალოსთან“ გამართავს.
„ტორპედო“ – „დილა“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 არაბიძე (45)