იტალიის ნაკრებმა 6 ერის ტურნირზე კიდევ ერთი სენსაცია მოახდინა. საფრანგეთთან ფრის და შოტლანდიასთან მოგების შემდეგ „აძურიმ“ კარდიფში, უელსის ნაკრებიც დაამარცხა.
იტალიელებმა თამაში დიდებულად დაიწყეს: პირველი ტაიმი 11:0 მოიგეს, მეორე ტაიმის სტარტზე გარდასახული ლელოთი სხვაობა 18:0-მდე გაზარდეს. ბოლოს, უელსმა მოახერხა თამაშის დაძაბვა, მაგრამ იტალიელებმა 24:21 გაიმარჯვეს.
იტალიის ნაკრებმა 6 ერის ერთ სეზონში ორი თამაში ისტორიაში მესამედ მოიგო, 2013 და 2017 წლების შემდეგ, ხოლო 3 თამაში ისტორიაში პირველად არ წააგო. საბოლოოდ, გონსალო კასედას გუნდმა გამოსვლა 11 ქულით დაასრულა (2 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება).