ფეხბურთი

20:04 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ქოვენთრიმ“ ინგლისის თასიდან პრემიერლიგის გუნდი გამოთიშა

ინგლისის ასოციაციის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პრემიერლიგის „ვულვერჰემპტონმა“ ჩემპიონშიფის „ქოვენთრის“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. შესაბამისად ნახევარფინალში „ქოვენთრი“ გავიდა.

პირველი გოლი 53-ე წუთზე გავიდა, როდესაც თავდამსხმელმა ელის სიმსმა სტუმრები დააწინაურა. მასპინძლებმა 83-ე წუთზე გაათანაბრეს (რაიან აიტ-ნური), ხოლო ხუთ წუთში დაწინაურდნენ (უგო ბუენო) .

ყველაფერი უკვე დამატებულ წუთებზე გაირკვა. 90+7-ე წუთზე სიმსმა ისევ გაათანაბრა და დუბლი მიითვალა. 90+10 წუთზე კი ქოვენთრელმა ჰაჯი რაიტმა გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისიანები ნახევარფინალში გაიყვანა.

„ქოვენთრი“ ინგლისის თასის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.

დღესვე, 16 მარტს, „მანჩესტერ სიტი“ „ნიუკასლს“ უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ხვალ კი „ჩელსი“ „ლესტერს“ შეხვდება (16:45), „ლივერპული“ კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ (19:30).

0.11392