სხვა

15:58 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია საქართველო-ლუქსემბურგის მატჩამდე გულშემატკივარს ქამარს წარუდგენს

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე „დინამო არენაზე“ UFC-ის საჩემპიონო ქამარს ადგილობრივ პუბლიკას ილია თოფურია წარუდგენს.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება:

„21 მარტს, საქართველო - ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. ღონისძიება 20:45 საათზე დაიწყება. ილია თოფურია საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწვევით ეწვევა. ერთად შევხვდეთ ჩემპიონს!“, - ნათქვამია სფფ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ცოტა ხნის წინ, „სანტიაგო ბერნაბეუს“, „რეალის“ და „სევილიას“ მატჩის დაწყებამდე წარადგინა.

0.106661