ფეხბურთი

14:00 | 16.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

სილვიო ბერლუსკონის ოჯახი "მონცას" ყიდის

იტალიური „მონცა“ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ მფლობელს შეიცვლის. იტალიური მედიის ცნობით, ამერიკული კომპანია Orienta Capitals Partners-ი ახლოსაა ბერლუსკონების ოჯახთან შეთანხმების მიღწევასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელები „მონცას“ სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდიან. ამრიგად, ბერლუსკონების ერა ფეხბურთში სრულდება. სილვიო ბერლუსკონის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი კლუბს ინარჩუნებდა, თუმცა, როგორც ჩანს, „მონცას“ გაყიდვა გადაწყვიტეს.

მიუხედავად მფლობელის შეცვლისა, ადრიანო გალიანი კლუბში დარჩება და ისევ გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ „მონცა“ სერია A-ში ისტორიაში მეორე სეზონს ატარებს 28 ტურის შემდეგ 39 ქულით მეათე ადგილზეა.

0.111459