ფეხბურთი

22:10 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტიმ მარტის მატჩებისთვის იტალიის ნაკრებში 28 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მარტის ამხანაგური მატჩებისთვის 28 ფეხბურთელი გამოიძახა.

„სკუადრა აძურას“ რიგებში დებიუტანტებიც არიან - რაულ ბელანოვა (ტორინო), ლორენცო ლუკა (უდინეზე) და მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა). იტალიის ნაკრები მოახლოებულ შეკრებას აშშ-ში გაივლის, შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: მარკო კარნეზეკი (ატალანტა), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რაულ ბელანოვა (ტორინო), ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), დესტინი უდოჯი (უდინეზე)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯაკომო ბონავენტურა (ფიორენტინა), მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ჟორჟინიო (არსენალი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ლორენცო პელეგრინი (რომა)

თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ლორენცო ლუკა (უდინეზე), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (ასტონ ვილა)

იტალიის ნაკრები 22 მარტს, ვენესუელასთან ისპარინგებს, ხოლო 25 მარტს - ეკვადორთან. ორივე შეხვედრა ამერიკაში გაიმართება.

0.116794