ფეხბურთი

20:10 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალი" და "კოლხეთი" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტური „სამგურალის“ და „კოლხეთის“ მატჩით გაიხსნა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ორი გოლი გავიდა და ორივე საწყის 15 წუთში. ჯერ ლაშა კოხრეიძემ ფოთელები დააწინაურა, რასაც მალევე ლუკა შეროზიამ უპასუხა. დარჩენილ დროში გუნდების მცდელობის მიუხედავად არაფერი შეცვლილა და ფრე - 1:1.

„სამგურალისთვის“ ეს პირველი ქულაა მიმდინარე სეზონში, მომდევნო ტურში კი, „გაგრას“ შეხვდება. ფოთის „კოლხეთს“ გაცილებით კარგი სტარტი აქვს, რადგან 5 ქულით მეხუთე ადგილზეა. დავით კვირკველიას გუნდი მომდევნო ტურში „თელავს“ 29 მარტს, უმასპინძლებს.

„სამგურალი“ – „კოლხეთი“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 კოხრეიძე (4), 1:1 შეროზია (15)

0.111902