ფეხბურთი

19:36 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის მეფესთან თამაში ჩვენთვის ტრადიციად იქცა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის „რეალთან“ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

ეს გუნდები უკვე ზედიზედ მესამე წელია ხვდებიან ერთმანეთს, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა იხუმრა.

„როგორც ჩანს, ეს უკვე ტრადიციაა. ზედიზედ მესამე წელია ტურნირის მეფესთან თამაში გვიწევს. იმედი მაქვს, რომ საჭირო დროს კარგ ფორმაში ვიქნებით, რადგან ამ მატჩებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირაა დარჩენილი", - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ „რეალი“ ნახევარფინალში დაამარცხა (1:1, 4:0), ხოლო ორი წლის წინ მადრიდელებმა ასევე ნახევარფინალში იმარჯვეს (3:4, 3:1).

0.116915