ფეხბურთი

15:53 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლისთან" ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალები

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა, რომელიც გამოირჩევა სანდო ინფორმაციების გავრცელებით, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს.

როგორც ის იტყობინება, „ნაპოლის“ გეგმაა ხვიჩას კონტრაქტი 2 წლით, 2029 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს, ხოლო ქართველის ხელფასი გასამმაგდეს. სკირას ცნობით, ნეაპოლელები ქართველს სეზონში 4 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც ბონუსის სახით 1 მილიონი ევროც დაემატება.

აღსანიშნავია, რომ კვარას ხელფასი ამჟამად სეზონში მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა, რითაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 80 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი მიითვალა.

0.129132