ფეხბურთი

14:48 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" მწვრთნელი: "თვისებებიდან გამომდინარე საზონოვი ცენტრში მირჩევნია"

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ხორვატ სპეციალისტს ჰკითხეს, თუ ვინ შეცვლის ტრავმირებულ კოფი ჯიჯის, რაზეც უპასუხა, რომ გადაწყვეტილებას თამაშის დღეს მიიღებს.

„ტამეზმა დაიწყო ვარჯიში და მომდევნო მატჩში დაბრუნდება, თუმცა ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. უნდა გადავწყვიტო, რადგან საზონოვი მისი თვისებებიდან გამომდინარე ცენტრში მირჩევნია, ლოვატო დაბრუნდა და კარგადაა, მაგრამ მას გარკვეული პერიოდი გაუცდა. ხვალ ვნახოთ“, - განაცხადა იურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზესა“ და „ტორინოს“ მატჩი 16 მარტს გაიმართება. საბა საზონოვის აქტივში სერია A-ს მიმდინარე სეზონში 11 მატჩია, საიდანაც ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო.

0.11435