ფეხბურთი

2:29 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალისტები გაირკვა

კონფერენს ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა და ყველა მეოთხედფინალისტები გაირკვა.

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ამსტერდამის „აიაქსი“ 4:0 გაანადგურა. პირველი მატჩი 0:0 იყო დასრულებული და ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამშიც 4:0 მოიგეს. „ბრიუგემ“ „მიოლდესთან“ 1:2 ამოქაჩა და შინ 3:0 მოგების შედეგად მომდევნო ეტაპზეა.

ასპარეზობას გამოეთიშა ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“, რომელიც საფრანგეთში „ლილს“ დაუზავდა - 1:1. ქართველმა ნახევარმცველმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. ვინაიდან ფრანგებს სტუმრად 3:0 ჰქონდათ მოგებული, მომდევნო ეტაპზე „ლილი“ გავიდა.

ყველაზე საინტერესო თელ ავივის „მაკაბის“ და „ოლიმპიაკოსის“ მატჩი გამოდგა. პირველი შეხვედრა საბერძნეთში ისრაელის კლუბმა 4:1 მოიგო და თითქოს, ამ წყვილში ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ ამჯერად „ოლიმპიაკოსმა“ გაიმარჯვა ასევე 4:1 და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც ბერძნებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, 6:1 მოიგეს, ორი მატჩის ჯამში კი, 1:4-დან 7:5 გაიმარჯვეს.

კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებენ: „პლზენი“, „ასტონ ვილა“, „ბრიუგე“, „ფენერბაჰჩე“, „პაოკი“, „ლილი“, „ფიორენტინა“ და „ოლიმპიაკოსი“.

0.117483