ფეხბურთი

17:20 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შედეგად, ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება.

კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი

"ბრიუგე" (ბელგია) - "პაოკი" (საბერძნეთი)

"ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი) - "ფენერბაჰჩე" (თურქეთი)

"ასტონ ვილა" (ინგლისი) - "ლილი" (საფრანგეთი)

"პლზენი" (ჩეხეთი) - "ფიორენტინა" (იტალია)

გარდა ამისა, დღესვე, წინსწრებით გაიმართა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაც, ასე რომ, კონფერენს ლიგის ფინალამდე ორივე ბადე უკვე ცნობილია.

კონფერენს ლიგის ნახევარფინალური ეტაპი

"ასტონ ვილა" - "ლილის" გამარჯვებული ნახევარფინალში "ოლიმპიაკოსი" - "ფენერბაჰჩეს" გამარჯებულს შეხვდება.

"პლზენი" - "ფიორენტინას" გამარჯვებული ნახევარფინალში "ბრიუგე" - "პაოკის" გამარჯვებულს შეხვდება.

კონფერენს ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 11 აპრილს, ხოლო საპასუხო 18 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალები 2 მაისს და 9 მაისსა დაგეგმილი, ხოლო ფინალი 29 მაისს, ათენში, „აია სოფია სთედიუმზე“ გაიმართება.

0.113614