ფეხბურთი

16:20 | 15.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალში დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შედეგად, ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი

"მილანი" (იტალია) - "რომა" (იტალია)

"ლივერპული" (ინგლისი) - "ატალანტა" (იტალია)

"ლევერკუზენი" (გერმანია) - "ვესტ ჰემი" (ინგლისი)

"ბენფიკა" (პორტუგალია) - "მარსელი" (საფრანგეთი)

გარდა ამისა, დღესვე, წინსწრებით გაიმართა ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაც, ასე რომ, ევროპა ლიგის ფინალამდე ორივე ბადე უკვე ცნობილია.

ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი

"ბენფიკა" - "მარსელის" გამარჯვებული ნახევარფინალში "ლივერპული" - "ატალანტას" გამარჯვებულს შეხვდება.

"მილანი" - "რომას" გამარჯვებული ნახევარფინალში "ლევერკუზენი" - "ვესტ ჰემის" გამარჯვებულს შეხვდება.

ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები 11 აპრილს, ხოლო საპასუხო 18 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალები 2 მაისს და 9 მაისსა დაგეგმილი, ხოლო ფინალი 22 მაისს, დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ გაიმართება.

0.127554