ფეხბურთი

22:45 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური გამოცემა: "დე ლაურენტისს "ნაპოლის" მომავლის შენება კვარაცხელიაზე სურს"

Corriere del Mezzogiorno „ნაპოლიში“ ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე წერს.

როგორც აღნიშნული გაზეთი იტყობინება, ზაფხულში ნიგერიელის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია, ხოლო აურელიო დე ლაურენტისს კლუბის მომავლის შენება კვარაცხელიას გარშემო სურს. თუმცა, ეს ქართველის პოტენციურ ტრანსფერს მაინც არ გამორიცხავს.

„ვიქტორ ოსიმენი პრაქტიკულად სატრანსფერო ბაზარზეა ყველაზე მაღალი ფასით, რომლის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა, რაც ჩაიდო კონტრაქტში, როდესაც ის 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი „ნაპოლიში“ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისს კლუბის მომავლის აშენება მასზე სურს. მიუხედავად ამისა, ქართველი ფეხბურთელი ევროპული კლუბების თვალსაწიერშია და თუ ძალიან დიდი შეთავაზება იქნება, მხარეების გზები შეიძლება გაიყოს კიდეც“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მისით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებული, მაგრამ პარალელურად, ნეაპოლელები ხელშეკრულების გახანგრძლივებასა და ხელფასის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

0.064897