„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა არ არის ისეთი სერიოზული, როგორც თავიდან ჩანდა.
თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, როდის იქნება მზად გიორგი და „ბირმინგემთან“ უახლოეს შეხვედრაში ალბათ ვერ ითამაშებს.
„ეს ტრავმა არ არის ისეთი ცუდი, რისიც ყველას გვეშინოდა. ამჟამად აქვს ტკივილი და სისხლჩაქცევა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გიორგი მალე დაგვიბრუნდება“, - თქვა ინგლისური გუნდის დროებითმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა წინა ტურში „ქოვენთრი სიტისთან“ მიიღო. ის საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, 21 მარტამდე კი, როდესაც საქართველო - ლუქსემბურგის მატჩი გაიმართება, მხოლოდ 1 კვირაა დარჩენილი.