ფეხბურთი

16:16 | 14.03.2024 | ნანახია 853 - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "მანჩესტერ სიტის" დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ ყურადღების ცენტრში მოექცა.

Hitc-ის ცნობით, ქართველ შემტევს ინგლისური კლუბის წარმომადგენლები „ბარსელონასთან“ მატჩში დეტალურად აკვირდებოდნენ და გამოცემის ცნობით, ისინი აღფრთოვანებულიც დარჩნენ.

ჯერჯერობით, უცნობია დეტალები, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაპოლი“ მას ადვილად არ შეელევა, მით უფრო, რომ ვიქტორ ოსიმენის წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, იმავე ზაფხულს კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვა კი, აურელიო დე ლაურენტისის გეგმებში არ შედის. თანაც, ცნობილია, რომ ნეაპოლელებს ხვიჩასთან კონტრაქტი განახლება და პირობების გაუმჯობესებაც სურთ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:06 | 17.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ამ გუნდს კარგა ხანი მომავალი არ აქვს

14:06 | 17.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

მოკლეთ აქაურობას უნდა გაასწროს

03:40 | 16.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

არსენალში მინდა, ესეთი სტილის გუნდი მისწრებაა კვარასთვის

03:37 | 16.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

ამიტომ მინდა აქედან წავიდეს და საერთოთ სხვა ქვეყანაში, მაგ. ინგლისში

03:36 | 16.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

თორემ ნაპოლის ძაან ცოტა შანსი აქვს ლიგის გამსვლელი საგზური მოიპოვოს

03:36 | 16.03.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (43218)

უნდა წავიდეს აქედან

05:21 | 15.03.2024
mushni (93569)

არა რა

20:27 | 14.03.2024
valeri8848 (2623)

იქნებ ეხლა მაინც აეწვას ტაკუნები ლაურენტისს და ღირსეული პირობები შესთავაზოს კვარას

20:58 | 14.03.2024
alfadhirhaiti (7530)

ჯერ რა პირობები უნდა შესთავაზოს? მერე სულ რო გაუსამმაგოს ხელფასი რა ჯანდაბა დარჩენია ნაპოლიში ხვიჩას? ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი აღარ არის და დოყლაპია პრეზიდენტი კიდე გუნდის გამძლიერებელი არ არის ტრანსფერებით. რა უნდა ნაპოლიში?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127143
სარეკლამო ადგილი - 99
X x X