ფეხბურთი

14:25 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ნაკრების ახალი სათამაშო ფორმა

„ადიდასმა“ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ახალი სათამაშო ფორმის სურათები გამოაქვეყნა. ამ ფორმას გერმანელები 2024 წლის საშინაო ევროზე ჩაიცმევენ.

ფორმა 1994 და 2006 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ფორმის დიზაინითაა შთაგონებული. აქ ტრადიციულ თეთრ და შავ ფერებთან ერთად მკლავებზე დამატებითი ფერია დატანილი, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო დროშის ფერების იდენტურია.

გასვლითი ფორმა კი იასამნისფერია. ასეთი ფერის მაისურები ბუნდესნარებს არასოდეს სცმია.

0.123452