ფეხბურთი

13:50 | 14.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში წარმატებული დრიბლინგით მბაპეს, სანეს და დოკუს გაუსწრო

„ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მეტოქეებს 29-ჯერ გასდა დრიბლინგით. ქართველი ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით ლიდერთა სიის სათავეში მოხვდა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta.

ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში ყველაზე ხშირად დრიბლინგს აკეთებდნენ:

- ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 29;

- ლეროი სანე (ბაიერნი) - 28;

- კილიან მბაპე (პსჟ) - 28;

- ჟერემი დოკუ (მანჩესტერ სიტი) - 28;

- ჟოაუ კანსელუ (ბარსელონა) - 24.

კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში გარემარბმა პარტენოპელების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან ძალაშია 2027 წლის ივნისის ბოლომდე.

0.116177