მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ინტერთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა (შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ინტერის გამარჯვებით - 1:0 დასრულდა, საპასუხო ატლეტიკომ 2:1 მოიგო, საბოლოოდ კი პენალტების სერიაში 3:2 სძლია მეტოქეს).
„აღფრთოვანებული ვარ ჩვენი გულშემატკივრებით - ძალიან ემოციური იყო ის მიღება, რომელიც დღეს სტადიონზე მისვლისას და მატჩის დასაწყისში მოგვიწვეს.
ამ მატჩზე „კადისთან“ ცუდი თამაშის შემდეგ (პრიმერას აუტსაიდერმა „კადისმა“ 2:0 მოიგო) გავედით და მართალი გითხრათ, ვცდილობდი ჩემი ფეხბურთელებისთვის ამეხსნა, რომ ახლა არა არის გულშემატკივრებისგან მხარდაჭერის თხოვნის მომენტი, არამედ გაცემის დროა.
გულშემატკივარი გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს სტადიონზე. მთელმა მსოფლიომ დაინახა როგორ დაეხმარა ქომაგი ფეხბურთელებს წარმოუდგენლად ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხებაში“, - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვრდი.
ტურნირის მეოთხედფინალის კენჭისყრა პარასკევს, 15 მარტს, უეფას შტაბ-ბინაში, ნიონში (შვეიცარია) გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.